ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ მის ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებმა დღესასწაულივით ჩაიარა.
ლუკაშენკოს თქმით, ვისაც ამ დღესასწაულის ჩაშლა უნდოდა, ისინი გამოაშკარავდნენ.
„თქვენ ხომ ნახეთ რომ ჩვენ გვსურდა ხალხისთვის დღესასწაულის ჩუქება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ დსთ-ს სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარესთან, სერგეი ლებედევთან შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. არაოფიციალური ეგზიტპოლი განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს. პარალელური დათვლების მონაცემებით, პირველ ადგილს ტიხანოვსკაია იკავებს - 72.1%-ით, ხოლო ლუკაშენკოს 13.7% აქვს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ბელარუსში აქციის დროს 3 ათასი მოქალაქე დააკავეს, 89 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.